გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ის უნდა მივმართო დახმარებისათვის და ვის არა, უფლის წინაშე რომ პირნათელი ვიყო?
თქვენს კითხვას პასუხობს ზირაქისეული შეგონება, რომელიც გვამცნობს: «მრჩევლისგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცან, რა სურს მას, რადგან შესაძლოა, თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს.
გითხრას: კეთილია შენი გზა, მერე წინ დაგიდგეს იმის დასანახად, თუ რა შეგემთხვევა. ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა. ნუ ითათბირებ ცოლთან მის რაყიფზე (მეტოქეზე) და მხდალთან - ომზე, ვაჭართან - გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან - გაყიდვაზე, მოშურნესთან - მადლიერებაზე და უწყალოსთან - ქველმოქმედებაზე, მცონარესთან - ნურა საქმეზე, ერთი წლის დაქირავებულთან - სამუშაოს დასრულებაზე და ზარმაც მსახურთან - დიდ საქმეზე; არანაირი ბჭობისას არ დაენდო მათ.
არამედ ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს, ვისზედაც შეიტყობ, რომ მცნებებს მტკიცედ იცავს, ვისი სულიც შენს სულს ეთანხმება და თუ დაეცემი, შენთან ერთად იმწუხრებს».
(სიბრძნე ზირაქისა, 37, 8-12)
სხვა კითხვები