გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

იესო ქრისტემ ჯვარცმით მთელი საკაცობრიო ცოდვები იტვირთა. იესო ქრისტეს ტანჯვა სხვათა ცოდვების გამოსყიდვის მაჩვენებელია?
არა მარტო ცოდვების გამოსყიდვისა, არამედ ქრისტეს მიერ გადატანილი განსაცდელი - ეს არის შეგონება და დარიგება ქრისტიანთათვის, რომ ქრისტიანმა მიბაძოს განკაცებულ უფალს არა სასწაულების ჩადენით, რასაც მისგან არავინ ითხოვს, არამედ სიმდაბლითა და მოთმინებით, რისკენაც მოგვიწოდებს მაცხოვარი საკუთარი მაგალითით.
სხვა კითხვები