გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ერთხელ მოვისმინე, თითქოს ყოველ აღდგომას ხდება უფლის მიერ სულების აღმოყვანა ჯოჯოხეთიდან. მართალია თუ არა ეს?

 წმინდა წერილის მიხედვით, სულების აღმოყვანა ჯოჯოხეთიდან მაცხოვრის მიერ მოხდა ერთხელ, როდესაც ჯვარცმის შემდგომ მისი წმინდა და პატიოსანი სხეული განისვენებდა იოსებ არიმათიელის ბაღში საგანგებოდ გამოკვეთილ კლდის სამაროვანში. ამ დროს იესო ქრისტე სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, გარდაცვლილ ადამიანთა სულებს აუწყა სიკვდილზე თავისი გამარჯვების შესახებ. ამასთან, აღმოიყვანა იქიდან სამოთხეში იმ ადამიანთა სულები, რომლებიც რწმენით ელოდნენ მის მოვლინებას (I პეტრე, 3, 18, 1,).
აღდგომის ყოველ დღესასწაულზე ასეთი ქმედება არ ხდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სულების იმქვეყნიური ყოფა არ არის ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული. მათი საბოლოო სამკვიდრებელი დადგინდება უფლის მეორედ მოსვლის შემდგომ, საღმრთო განსასჯელის მიხედვით.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა