გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო, მაგრამ ვერაფრით ვძლევ ტელევიზორის საცდურს - საინფორმაციო გადაცემებს მოჰყვება უხამსი ფილმები, რომლებზეც თვალის არიდებას, მცდელობის მიუხედავად, ყოველთვის ვერ ვახერხებ. როგორ ვძლიო ამ ვნებას?
ცოდვიან ვნებათაგან თავის დაღწევის უტყუარი საშუალებაა ამ ვნების გამომწვევი საგნებისა და ადამიანებისაგან მზერისა თუ გულისთქმის არიდება. მსგავსი ვნებების წინა¬აღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ ხშირი დაფიქრება წუთისოფლის ხანმოკლეობაზე, რასაც სიკვდილისშემდგომი უფლის სამსჯავრო მოჰყვება!
სხვა კითხვები