გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

«კვირის პალიტრის» ერთ-ერთ ნომერში აღნიშნული იყო, რომ მართლმადიდებელ ტაძარში წირვაზე შეიძლება როგორც დგომა, ისე მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნაც - უძლურთათვის და მაინც, წირვის დროს, როდის უნდა წამოდგეს ფეხზე მლოცველი?
წმინდა ლიტურგიის დროს აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე თვით უძლურიცა და ავადმყოფიც: ა) კმევის დროს; ბ) მცირე გამოსვლის დროს; გ) სახარების კითხვის დროს; დ) დიდი გამოსვლის დროს; ე) რწმენის სიმბოლოს - მრწამსის კითხვისას და გალობის: «შენ გიგალობთ» დამთავრებამდე; 3) «მამაო ჩვენოს» დროს; ზ) «შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით» წარმოთქმისას - ლიტურგიის ბოლომდე.
სხვა კითხვები