გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

სახარებაში წერია, «ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათ. 5,28). რატომ არის თანაბარფასეული ზრახვა და ქმედება?
ღმერთი კრძალავს არა მარტო ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებს; თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. გარდა ამისა, ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისაგან იშვება ბოროტი ქმედებანი. რომ არ ყოფილიყო ბოროტი სურვილები და ზრახვები, არ იქნებოდა არც ბოროტი საქმეები. მოქმედება არის სურვილების გამოვლინება. ამიტომაც არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვისაკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა