გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი შიში და მოწიწება?

1. ბავშვმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს მუხლის მოდრეკა წმინდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა.
2. ხშირად უნდა ესწრებოდეს მღვდელმსახურებას ტაძარში.
3. უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ, მიაწოდონ მოსახსენებელი, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი.
4. ხშირად უნდა ეზიარებოდეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
5. უნდა მიაღებინოთ სეფისკვერი და ნაკურთხი წყალი საზრდელის მიღებამდე.
6. შევასწავლოთ ლოცვები.
7. მღვდელმსახურთან შეხვედრისას ვასწავლოთ მისგან ლოცვა-კურთხევის აღება.
8. მივაჩვიოთ ოჯახში გალობასა და წმინდა წერილის კითხვას.
9. ბავშვის თანდასწრებით უნდა წარვმართოთ კეთილმორწმუნე  საუბრები ღმერთზე და სულის ხსნაზე.
10. უნდა მიაჩვიოთ ტკბილეულის, თვით პურის ნაჭრის გაყოფას ძმების, დების და გარეშე პირებისათვის.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა