გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო გამათხოვრდა ხალხი. ამ საყოველთაო საცოდაობის ჟამს საქართველოში შენდება უამრავი ეკლესია-მონასტერი. წმინდა იოანე ოქროპირი თავის დროზე ამბობდა - ღმერთი იმას კი არ გვეტყვის, მონასტრები რატომ არ გაამშვენეთო, არამედ მოწყალება რატომ არ გაეცითო!
კითხვა კორექტული არ გახლავთ - მათხოვრების მომრავლება სწორედ ეკლესია-მონასტრების არყოფნამ გამოიწვია და არა მათმა მშენებლობამ. მათ სწორედ იმიტომ აშენებენ, რომ მათხოვარი აღარ იყოს. მარტო ბოლო დროისათვის უამრავი ბავშვი მოიძია ქუჩაში ეკლესიამ და დააბინავა. სამ ადგილას გაიხსნა ბავშვთა სახლი ეკლესიის მეოხმყოფობით. კარის ეკლესიასთან ფუნქციონირებს უფასო სასადილო; სულ ახლახან კი გაიხსნა მოხუცთა თავშესაფარი.
სხვა კითხვები