გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ლენტეხის თემის ქრისტიანულ პანთეონში არის ლამარიას სახელობის ეკლესია. სალოცავები ლამარიას სახელზე მრავლადაა როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის სოფლებში, სადაც წლის ასათვლელ მთავარ საწყის დღეობად, გადმოცემის მიხედვით, ითვლებოდა ბარბარობა. გთხოვთ განგვიმარტოთ ამ წმინდანის ვინაობა და დღესასწაულის რაობა.
«ლამარია» - სვანურად წმინდა მარიამს, დედაღვთისმშობელს აღნიშნავს. რაც შეეხება ბარბარობის დღესასწაულს, შობის მარხვაში 4 (17) დეკემბერს აღინიშნება წმინდა ბარბარეს ხსენება (სვანურად «ბარბოლ», «ბარბლაშ»).
ბარბარობა მთელ დასავლურ ქართულ ტრადიციაში დღესასწაულების თავად, დასაწყისად არის მიჩნეული. ამ დღეს განსაკუთრებული ზეიმით ხვდებოდნენ მესტიაში. ბარბოლას სამ დღეს უქმობდნენ. ყველგან, მთელ საქართველოში, ამ დღეს ოჯახში მეკვლე მოდიოდა.
სხვა კითხვები