გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რუსეთიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა მორწმუნემ მითხრა, ქართულ ეკლესიაში გავრცელებული ხატის ამბორყოფის წესი არასწორიაო. კერძოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ის შემთხვევა, როდესაც მორწმუნეები ჯერ ხელს იდებენ ტუჩზე და შემდეგ ამ ხელსვე ადებენ ხატს. ადამიანის ხელი ყველაზე მეტად ბინძურდება და ხელით სიწმინდის შეხების უფლება არა გვაქვსო. მართალია, თუ არა ეს მოსაზრება?
ეს გახლავთ მორწმუნის კერძო თვალსაზრისი. როდესაც ხატი მდებარეობს იმ სიმაღლეზე, რომ მას ვერ მივწვდებით ბაგეებით, ჩვენ ამბორს ვუყოფთ ხელის დახმარებით, რითაც ჩვენს კრძალულებას გამოვხატავთ ამ ხატის მიმართ. არანაირი შენიშვნა ამ ქმედებასთან დაკავშირებით საეკლესიო სამართალში არ არსებობს.
სხვა კითხვები