გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

არსებობს თუ არა ხატების თაყვანისცემისა და ლოცვების აღვლენის მკაცრად განსაზღვრული რიგი ეკლესიაში?
არ არსებობს მკაცრი სარიტუალო წესები, გარდა იმისა, რომ მღვდელმსახურების დროს ერთ ადგილზე უნდა ვიდგეთ, ხოლო ხატებს ვემთხვიოთ ან მღვდელმსახურების დასაწყისში, ან მის დასასრულს, რათა არ შევუშალოთ სხვებს ხელი ლოცვაში. უკვე ეკლესიისაკენ გზად მიმავალნი უნდა ვლოცულობდეთ, ხოლო ტაძარში შესვლისას მართლმადიდებელი მამები გვირჩევენ, წარმოვთქვათ: «ხოლო მე მრავალთა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის-ვსცე ტაძარსა წმინდასა შენსა შიშითა შენითა» (ფსალმ. 5, 7).
სხვა კითხვები