გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა რომელიმე ეკლესიაში წავიდე მონაზვნად. ჩემი სიცოცხლე გაუსაძლისია; თავი რომ არ მოვიკლა, ეს ერთი გამოსავალი დამრჩენია. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ მოვიქცე?
მძიმე სულიერი, ფიზიკური თუ მატერიალური მდგომარეობის გამო მონაზვნად წასვლა არ შეიძლება. თავდაპირველად, ეკლესიაში უნდა დაიწყოთ სიარული, იცხოვროთ ქრისტიანულად, შესაძლებელია, რომელიმე მონასტერსაც მიმართოთ, რათა დროებით ჰპოვოთ იქ ნავსაყუდელი. ხოლო ხართ თუ არა მოწოდებული სამონაზვნოდ, დროთა განმავლობაში ამას მომავალი გიჩვენებთ.
სხვა კითხვები