გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რას ნიშნავს, იყო «სულით გლახაკი», რის თაობაზეც არის აღნიშნული სახარებაში: «ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა?»
ეს ნიშნავს რწმენას, რომ ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, არამედ გვაქვს მხოლოდ ის, რასაც ღმერთი გვიბოძებს და ვერავითარ სიკეთეს ვერ ვიქმთ ღმერთის მადლისა და დახმარების გარეშე; ყოველ საქმეში უნდა მივენდოთ უფლის გულმოწყალებას.
სხვა კითხვები
მამაო, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.ლოცვისას ღმერთს ყველთვის ვთხოვდი ბედნიერებას.ამ დროს თითქოს ეშმაკი მეუბნებოდა- მე მთხოვეო. მთელი გულით ვეწინააღმდეგებოდი ამ ფიქრს. ერთხელ, ლოცვისას ჩემი ნების გარეშე გონებაში თითქოს ვთქვი- თანახმა ვარ.გულწრფელად გეუბნებით, ეშმაკისათვის რამის თხოვნას სიკვდილი მირჩევნია. მეშინია რამე კარგი არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მგონია რომ ეს ეშმაკისგანაა. ღმერთისთვის ახლობლის ჯანმრთელობაც ვერ მითხოვია, ამ დროს უნებურად თითქოს ვიმეორებ-ეშმაკო დამეხმარე. სასოწარკვეთილი ვარ.ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.დამეხმარეთ.