გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შევიტყვე, რომ ერთი ჩემი ახლობელი «ძველ მორწმუნეთა» ე.წ. სტაროვერების რიგებში გადასულა. რას გვეტყვით ამ რელიგიური მიმდინარეობის შესახებ?
სტაროვერები არიან სიძველეთა მიმდევარნი გარეგან საეკლესიო ცხოვრებაში, ანუ საეკლესიო წეს-ჩვეულებებში, რომელთაც ხშირად დოგმატებში ურევენ. სტაროვერობა - რუსეთშია წარმოშობილი. სტაროვერული განხეთქილება მოდის XVII საუკუნიდან - რუსეთის პატრიარქ ნიკონის დროიდან. შემდეგ მათში წვრილ-წვრილი მიმდინარეობები წარმოიქმნა. დღეს სტაროვერობა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სექტა - რადგან მან უკვე, ფაქტობრივად, სექტის სახე მიიღო.
სხვა კითხვები