გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შეიძლება თუ არა ეკლესიაში ახალდანთებული სანთლის ჩაქრობა ეკლესიის მსახურის მიერ?
ზოგჯერ ეკლესიაში არ არის საშუალება, რომ შანდალზე ერთდროულად ბევრი სანთელი დაინთოს. ამიტომ, თუ ეს საქციელი იმ თვალსაზრისით იქნა ჩადენილი, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაენთო სანთელი, ამაში არაფერია მკრეხელური. ზოგ მორწმუნეს ჰგონია, რომ სანთლის დანთების მთავარი მიზანი არის სანთლის ბოლომდე ჩაწვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანთელი ადამიანის ლოცვითი განწყობილების შექმნის საშუალებაა და არა რაიმე მაგიურობის სიმბოლო!
სხვა კითხვები