გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

«შუშანიკის წამებაში» იაკობ ხუცესი გვაუწყებს, რომ შუშანიკს ციხეში ყოფნის დღიდან სასთუმალზე თავი არ დაუდვია, იგი იშვიათად იძინებდა და მაშინაც სასთუმლად აგური ედო. ქვეშსაგებელიც შეურაცხი ჰქონდა, - დაგლეჯილ-დაბებკილი ქსოვილი, ანუ «გირჯაკი ერთი ძველი». განა საკმარისი არ იყო ვარსქენისაგან მისი თავისუფლების ხელყოფა, რომ თავად არ დაემძიმებინა საკუთარი მდგომარეობა? ხომ არ უტოლდება ეს იმ საქციელს, რასაც «თვითმკვლელობის ცოდვა» ეწოდება?
გმირობა ასკეტისა მაშინ არის განსაკუთრებულად დასაფასებელი, როცა ის ჩადენილია ნებაყოფლობით. ბორკილების დადებით იძულებითი ტანჯვა ადამიანს არ ჩაეთვლება ასკეტურ ღვაწლში.
თვითმკვლელს მიზნად აქვს საკუთარი სიცოცხლის დასრულება მძიმე შრომისა და სატანჯველისაგან თავდასაღწევად, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაპიტულაცია. ასკეტს კი თვითმკვლელის საწინააღმდეგო მიზანდასახულობა გააჩნია - გულისა და გონების განწმენდა ვნებებისაგან, სხეულის სულისთვის დამორჩილება, ხოლო სულისა - ღმერთისადმი.
სხვა კითხვები