გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ეკლესიაში ფრინველის შეყვანასთან დაკავშირებით, ამ ჩვეულების წარმართულ საფუძველზეც ამახვილებთ ყურადღებას და შინაური  მაგიის რიტუალზეც. მაინც, უფრო რომელ ადათ-წესებს ეფუძნება ეს ჩვეულება?
საქონლისა და ფრინველის ეკლესიაში მიყვანისა და გაშვების ჩვეულებას არ შეიძლება წარმართული ვუწოდოთ; ეს უფრო ხალხური ჩვეულებაა, რომელიც, შესაძლოა, წარმოიშვა საქონლისა თუ ჭირნახულის მეათედის ეკლესიაში მიტანის წესიდან და შენარჩუნდა ხალხის მეხსიერებაში. ალუანის კრებაზე, V საუკუნეში, მიღებული იყო დადგენილება ეკლესიაში მონაგარის მეათედის მიტანის თაობაზე. ახლა ეს იქცა ნებაყოფლობით შესაწირავად (ზოგჯერ შეთქმის თანახმად). ფრინველისა თუ პირუტყვის ტაძარში შესაწირავად მიყვანა არ უნდა ავურიოთ არც ძველი აღთქმისა და არც წარმართულ მსხვერპლთშეწირვაში!
სხვა კითხვები