გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი


როგორ უნდა შევიძინოთ თავმდაბლობის უნარი?
თავმდაბლობის ყველაზე დიდი მტერი სიამაყეა. თავმდაბლობის უნარს მორჩილებით გამოვიმუშავებთ. არსებობს მორჩილების სამი სახე:
დაწყებითი მორჩილება არის მორჩილება, როცა ადამიანს ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, შარს სდებენ, ის კი დუმს და თავსაც არ იმართლებს, თუმცა ყველაფერში მართალია.
ადამიანს ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, შარს სდებენ და ის არა მარტო დუმს, სულშიც სრული სიმშვიდე აქვს და ლოცულობს თავის შეურაცხმყოფელზე.
უმაღლესი მორჩილება არის ისეთი მორჩილება, როცა ადამიანი არათუ დუმს და იტანს შეურაცხყოფას, არამედ ლოცულობს და უყვარს თავისი შეურაცხმყოფელი.
სხვა კითხვები