გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

სიონის ეკლესიაში ორი პატარა ძმა მონათლეს. ერთ მათგანს ნათლია ჰყავდა, მეორეს - არა. მღვდელმა ორივე მონათლა ჩვეულებრივი წესით. უმორჩილესად გთხოვთ, ზუსტად მიპასუხოთ, ჩაითვლება თუ არა მეორე ბავშვი მონათლულ ქრისტიანად?
ბავშვი ჩაითვლება მონათლულ ქრისტიანად. მღვდელმსახურის მიერ ნათლობა შესრულებულია. ხოლო, რადგან გული გწყდებათ, რომ ბავშვს ნათლია არა ჰყავს, თქვენვე შეგიძლიათ იკისროთ ნათლიის როლი - ბავშვის ქრისტიანული სულიერი აღზრდის თვალსაზრისით.
სხვა კითხვები