გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ვცხოვრობ ეკლესიიდან მოშორებით. მინდა გადმოვსახლდე უფრო ახლოს, რათა მეტი მადლი მოვიპოვო, რაშიც, ვფიქრობ, ეკლესიასთან ახლოს ცხოვრება დამეხმარება. რამდენად გამართლებულია ჩემი მოსაზრება?
ეკლესიიდან დაშორებით მცხოვრებს გული არა აქვს გასატეხი: ერთი ბერი უდაბნოში მოსახლეობდა, რომლის სენაკი წყლიდან ორი კილომეტრით იყო დაშორებული. ერთხელ, წყროსთან მისული სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თქვა: აბა, რა სარგებელია ამ შრომაში? მოდი, დავსახლდები ამ წყალთან ახლოს. თქვა ეს და გამობრუნდა უკან. ხედავს, მიჰყვება უკან ვიღაც და მის ნაბიჯებს ითვლის. ბერმა ჰკითხა: «ვინ ხარ შენ?» «მე უფლის ანგელოზი ვარ - უპასუხა მან, - მე წარმოგზავნილი ვარ, რათა შენი ნაბიჯები ვითვალო და ჯილდო მოგანიჭო». გაიგო ეს ბერმა, საღმრთო მოშურნეობად აღენთო, გამხნევდა და  თავისი სენაკი კიდევ უფრო შორს - ხუთ კილომეტრზე გადაიტანა წყაროდან...
სხვა კითხვები