გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი, რომელიც არ არის მონათლული, სისტემატურად ლოცულობდეს და კითხულობდეს ქრისტიანულ ლოცვებს?
შეიძლება! ქრისტიანულ ეკლესიაში გარკვეული დროის მანძილზე ადამიანები ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ (ცნობილია ეკლესიის დიდი მნათობის, ბასილი დიდის მაგალითი). ისინი გულმოდგინედ ემზადებოდნენ წმინდა ნათლისღების მისაღებად: ესწრებოდნენ წმინდა ლიტურგიის იმ ნაწილს, რომელსაც «კათაკმეველთა ლიტურგია» ეწოდება. და როდესაც იგრძნობდნენ მზადყოფნას ნათლობისათვის, უეჭველად ნათელიღებდნენ და მართლმადიდებელი ქრისტიანები ხდებოდნენ.
სხვა კითხვები