გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები
მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი
რას ნიშნავს მირონცხება?
მირონცხება ეს არის ერთი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლოთაგანი. იგი გაერთიანებულია წმიდა ნათლობასთან და ხდება ცხოვრებაში ერთხელ. ამ საიდუმლოს აღსრულებისას სულიწმიდის ბეჭედი ენიჭება მორწმუნე ადამიანს, რაც მას ეხმარება ქრისტეს მცნებათა განუხრელად დაცვაში. მირონცხებული გახლდათ ხელმწიფეც - რათა მას სვიანად ემართა თავისი ხალხი.