გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რას ნიშნავს გამოთქმა: «სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი»?
ეს გამოთქმა ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯვარზე განცდილი საკუთარი სიკვდილით დათრგუნა ის სიკვდილი, რომლითაც ადამის სახით იყო დასჯილი კაცობრიობა ცოდვით დაცემისათვის. მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით გამოიხსნა კაცობრიობა: «ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან». და თუ ფიზიკურ სიკვდილს ჯერ კიდევ აქვს კაცობრიობაზე ხელმწიფება, იესო ქრისტეს აღდგომით სულიერი სიკვდილი დამარცხებულია. « ...რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ჰქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი», - ნათქვამია სახარებაში (იოანე, 6,47). შემთხვევითი როდია, რომ ეს სიტყვები შეტანილია აღდგომის ტროპარში, რადგან ეს მოვლენა არის ქრისტიანობის უმთავრესი ჭეშმარიტება.
სხვა კითხვები