გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

«შეიყვარე მტერი შენი» - გვმოძღვრავს უფალი, მაგრამ თუ ვიცით, რომ მავანი ადამიანი მტერია უფლისა, სამშობლოსი, მოყვასისა - როგორ მოვიქცეთ მაშინ?
სიყვარული არ ნიშნავს ყოვლისმიმტევებლობას და უკეთურობის წახალისებას. მამას შეუძლია ერთდროულად უყვარდეს კიდეც შვილი და კიდეც სჯიდეს მას. ქრისტიანული სიყვარული არ არის სადავემიშვებული ლიბერალიზმი, რომელიც თავდება ყველაფრის ნების დართვით. ქრისტიანული სიყვარული - ეს მომთხოვნელობაცაა! ამიტომ, თუ ადამიანი ბოროტმოქმედია, მისთვისვე უმჯობესია, რათა მას არ ჰქონდეს ბოროტების ჩადენის საშუალება. ქრისტიანობა ყოველ ადამიანს უსურვებს მარადიულ ხსნას - მაგრამ უარი ბოროტებისადმი წინააღმდეგობაზე არ არის ქრისტიანული  საქციელი. ადამიანმა საკუთარი წყენა უნდა დაითმინოს, მაგრამ როდესაც სხვას  აყენებენ შეურაცხყოფას, თანადგომა უნდა გაუწიოს. იძულებისა და ძალდატანების ზომები არ ეწინააღმდეგებიან ქრისტიანული სიყვარულის გრძნობას. ნიშანდობლივია ფილარეტ მოსკოველის შეგონება: «გიყვარდეს მტერი შენი, ჰბრძოდე მტერს  მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა!»
სხვა კითხვები