გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როდესაც მათხოვრებს ჩავუვლი, გონებისა და გრძნობის ორგვარი მოძრაობა ხდება ჩემში, - დახმარების სურვილს რაღაც უხილავი წინააღმდეგობაც დაჰყვება. მე მეგონა, მხოლოდ მე მქონდა ასეთი ნაკლი, გავიკითხე და ჩემს ახლობლებშიც აღმოვაჩინე. რა მიზეზით ხდება ეს?
ამის თაობაზე არსებობს მღვდელმონაზონ იოანეს გაფრთხილება: «ყურადღებით იყავი საკუთარი თავის მიმართ, როდესაც გაჭირვებული კაცი მოგმართავს დახმარებისათვის: ფარული მტრები ამ დროს გაშმაგებით გებრძვიან: გულს გაგიქვავებთ, გაგიცივებთ და უგრძნობელს გაგხდით სხვისი გაჭირვების მიმართ. უნდა სძლიოთ თავს და გადალახოთ ეს ქრისტეს საწინააღმდეგო განწყობილებანი. გააღვივეთ თქვენს გულში თანალმობიერი სიყვარული თქვენივე მსგავსი ადამიანის მიმართ - რათა ქრისტე მაცხოვარმაც შეგიყვაროთ თქვენ და რასაც გთხოვენ, შეძლებისდაგვარად აასრულეთ იგი».
სხვა კითხვები