გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შეიძლება თუ არა ქალი მივიდეს ტაძრად, როდესაც მას დედათა წესი აქვს, ამასთან, კიდევ რა ეკრძალება მას?
დედათა წესის დროს ქალს არა აქვს ტაძარში შესვლის უფლება. მაგრამ შეუძლია ტაძრის მიღმა დადგეს კედელთან ან იმ სარკმლის სიახლოვეს, სადაც მგალობლები გალობენ. შეუძლია შეიძინოს სანთელი, მაგრამ თავად მან არ უნდა დაანთოს. ამ პერიოდში არ უნდა ესტუმროს მონასტერს. სახლში შეუძლია იკითხოს ლოცვანი, ფსალმუნნი და სახარება. ხატებს, ჯვრებს არ უნდა შეეხოს, მით უფრო - არ უნდა ეზიაროს.
სხვა კითხვები
მამაო, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.ლოცვისას ღმერთს ყველთვის ვთხოვდი ბედნიერებას.ამ დროს თითქოს ეშმაკი მეუბნებოდა- მე მთხოვეო. მთელი გულით ვეწინააღმდეგებოდი ამ ფიქრს. ერთხელ, ლოცვისას ჩემი ნების გარეშე გონებაში თითქოს ვთქვი- თანახმა ვარ.გულწრფელად გეუბნებით, ეშმაკისათვის რამის თხოვნას სიკვდილი მირჩევნია. მეშინია რამე კარგი არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მგონია რომ ეს ეშმაკისგანაა. ღმერთისთვის ახლობლის ჯანმრთელობაც ვერ მითხოვია, ამ დროს უნებურად თითქოს ვიმეორებ-ეშმაკო დამეხმარე. სასოწარკვეთილი ვარ.ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.დამეხმარეთ.