გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

აქვს თუ არა ქალს ეკლესიაში ქადაგების უფლება?
ქალს არა აქვს ეკლესიაში ქადაგების ნება. პავლე მოციქულის განმარტებით, ეკლესიაში ქალები არ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ქალს შეუძლია ქრისტიანობა იქადაგოს ეკლესიის მიღმა. ქალს ეკრძალება საკურთხეველში შესვლაც. თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როდესაც ეკლესია ქალთა მონასტერშია. იმისთვის, რათა მონასტერში არ იყოს გარეშე მამაკაცი, მღვდლის დამხმარედ საკურთხეველში შეუძლია შესვლა ხნიერ ქალწულ მონაზონს.
სხვა კითხვები