გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რა არის «ქერუბიმის საკმეველი», რა სხვაობაა მასა და ჩვეულებრივ საკმეველს შორის?
«ქერუბიმის საკმეველი» - ეს არის საკმეველი, რომელიც საცეცხლურშია და ქერუბიმის გალობის დროს არის ამოღებული. ეს უბრალოდ ადგილობრივი კეთილმსახურებითი ჩვევაა: ქერუბიმის საკმეველს მეტი ძალა აქვს ეშმაკის წინააღმდეგ, ვიდრე ჩვეულებრივს.
სხვა კითხვები
სიზმარში ხშირად ვხედავ გველებს, რომლებიც ან ტანზე მახვევია ან ვიღაცას ჯოხზე დახვეული ჩემი მუცლიდან ამოყავს. შეიძლება ეს ჯადოს მინიშნება იყოს, დედაჩემი ამბობენ ამით დაიღუპა და მიტხრეს რომ ეს ჩემზეა გადმოსული. ისე არაფერში ხელი არ მემართება, სულიერადაც დავვარდი, სახლში წმინდა კვირიანეს ლოცვებს რომ გადავშლი საშინელი მტქნარება და ცრემლდენა მივარდება, ვფიქრობ მინიშნება რომ ეშმაკი და ჯადო მაქვს და გამომდის სხეულიდან ამ დროს.გველი თუ ქრისტიანულ კულტურაში ეშმაკს ნიშნავს სხვა კულტურებში ფუძის ანგელოზს და მფარველს, ანუ იმის ტქმა მინდა რომ ეს ან ჩემი ანგელოზია რომელიც მე მფარველობს ან ეშმაკი და ჯადო რომელიც მაქვს, ტქვენ რას იტყვით და როგორ მოვიქცე