გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ჩვენს ოჯახში ინახება ძველებური ბარძიმი, რომელიც, გადმოცემით, დანგრეული ეკლესიის მიდამოებში უპოვიათ. გთხოვთ მიპასუხოთ, გვაქვს თუ არა უფლება, შევინარჩუნოთ იგი და როგორ უნდა მოვეპყრათ ასეთ შემთხვევაში; თუ არა და, სად არის მისი ადგილი?
ამ საეკლესიო სიწმინდის ოჯახში გაჩერება არ შეიძლება. იგი განკუთვნილია საღმრთო მსახურებისთვის და მისი შეხების უფლება ყველა საეკლესიო პირსაც კი არა აქვს, არათუ საეროს. მხოლოდ მღვდელმსახურს აქვს ნება, გამოიყენოს იგი საღმრთო საიდუმლოს შესასრულებლად - მორწმუნე მრევლის საზიარებლად.
ასე რომ, თუ შემთხვევით ოჯახში აღმოგაჩნდებათ ბარძიმი, სასწრაფოდ უნდა მიიტანოთ ეკლესიაში, რათა იქ მან თავისი წმინდა დანიშნულება შეასრულოს.
სხვა კითხვები