გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რამდენად მიზანშეწონილია პირჯვრის წერა და ლოცვა, როდესაც ეკლესიას ტრანსპორტით ჩავუვლით?
თუ თქვენი შეკითხვა მჯდომარე პირჯვრის წერის უფლებას გულისხმობს, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - მიზანშეწონილია. მეტიც, ავადმყოფ ადამიანს მწოლიარე მდგომარეობაშიც არ ეკრძალება პირჯვრის გადასახვა.
მთავარია, პირჯვრის გადასახვა იყოს გულწრფელი და სასოებასა და კრძალვას გამოხატავდეს ჯვრისა და ეკლესიის მიმართ.
მოვიხმობთ ფრაგმენტს კალისტრატე ცინცაძის ქადაგებიდან: «აბა დააკვირდით, ბევრი ჩვენგანი ცხადყოფს თავის ქრისტიანობას პირჯვრის დაწერით, ეკლესიის მახლობლად გავლის დროს ანუ ზარის ხმის გაგონებისას...
ნაცნობი ვინმე ქუჩაში რომ შეგხვდეს და სალამი რომ არ მოგცეს, ანუ სალამზედ არ გიპასუხოს, ვიტყვით,  - აღარ გვკადრულობს, ჩვენი ნაცნობობის რცხვენიაო... ხოლო ღვთის დანახვაზე, რომ არ ვცეთ პატივი უფალსა ქუდის მოხდით ან პირჯვრის დაწერით, - ეს რისღა ნიშანია?»
სხვა კითხვები