გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

არსებობს ხალხური ჩვეულება, რომ «ორმოცამდე» გარდაცვლილის არც ერთი ნივთის გაცემა არ შეიძლება. მართალია თუ არა ეს?
ეს არის ხალხის რწმენა - ეშმაკით შთაგონებული. პირიქით, რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა ჩაიდინოთ გარდაცვლილის სახელზე. უნდა შესწიროთ მონასტრებს, ეკლესიას - წითელი ღვინო (ზიარებისთვის), ფქვილი (სეფისკვერისთვის), ცვილი (სანთლისთვის); უნდა დაარიგოთ გარდაცვლილის ნივთები, შეიძინოთ წმინდა წიგნები (და დაურიგოთ მორწმუნეებს), სწორედ ორმოცამდე და არა ორმოცის შემდეგ. როდის უნდა ვიშუამდგომლოთ განსასჯელისათვის - სასამართლომდე თუ სასამართლოს შემდეგ? ასეა აქაც: სული გადის საზვერეებს, ეწყობა სასამართლო და უნდა ვუქომაგოთ მას: ვილოცოთ და ვაკეთოთ მოწყალების საქმენი, ადამიანები კი ამას არა სჩადიან.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა