გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რატომ არ უნდა მივიღოთ საკვები საეკლესიო მსახურების წინ?
ისინი, ვინც დანაყრებულნი მიდიან საეკლესიო მსახურებაზე - წერს წმ. იოანე კრონშტადტელი - ნებაყოფლობით აჩაგვრინებენ თავს უსარგებლო და საზიანო სიმძიმეს და წინდაწინვე დაიხშობენ თავიანთ გულებს ლოცვისათვის, შეუვალად ქმნიან მას წმინდა ზრახვებისა და წმინდა გრძნობებისათვის. უნდა ვერიდოთ საკვების მიღებას ღვთისმსახურების წინ. უნდა გვახსოვდეს, რომ «არა არს სასუფეველ ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ» (რომ. 14, 17) ანუ, ვერ დაივანებს უფალი იმ გულში, რომელიც საჭმლითა და სასმლით არის დამძიმებული.
სხვა კითხვები