გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მართალია, რომ მართლმადიდებლური ჯვარცმა და კათოლიკური განირჩევიან სამსჭვალთა რაოდენობით?
მართლმადიდებლურ ჯვარცმაზე მაცხოვარი ჯვარზე გაკრულია ოთხი სამსჭვალით, ხოლო კათოლიკურზე - სამით (ფეხი ფეხზეა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭვალით მაგრდება). დაყუდებული გიორგი ზადონელი წერს: «მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად განუშორებლად აღიარებდეთ, რომ არა სამით, არამედ ოთხი სამსჭვალით იყო ჯვარცმული იესო ქრისტე».
სხვა კითხვები