გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი აშკარად ავადმყოფი ადამიანის შემდეგ გვიხდება ხატზე ან ჯვარზე მთხვევა და ვშიშობთ, მისგან რაიმე არ გადაგვედოს?
ეს შიში ეშმაკისეულია. უნდა ვიცოდეთ, რომ სიწმინდისაგან არავითარი სენი, არავითარი ავადმყოფობა არ გადადის. სასწაული, რომლის მხილველნიც ვართ გამუდმებით, გამოვლინდება იმით, რომ ზოგიერთ ეკლესიაში ზიარებაზე ასობით, ათასობით მაზიარებელი ეზიარება ერთი და იმავე ბარძიმიდან, ბოლოს დიაკვანი ან მღვდელი მიიღებს ხოლმე წმინდა ზიარებას და არავის არასოდეს არ ეყრება სნება.
სხვა კითხვები