გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: «გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი» (დაბად. 4, 16-17) გამიჩნდა კითხვა. ვინ იყო კაენის ცოლი? თუ ისიც ადამისა და ევას შვილი იყო, განა სისხლის აღრევა არ მოხდებოდა?
კაენის ცოლი მართლაც ადამისა და ევას შვილი იყო. ადამიანის შექმნიდან პირველ საუკუნეებში საკითხი სისხლის აღრევის შესახებ არ აღიძვრებოდა, რადგან მთავარი იყო მცნება ადამიანის მოდგმის გამრავლების შესახებ. ამის თაობაზე გვამცნობენ წმ. იოანე ოქროპირი და ნეტარი თეოდორე. ადამიანის გვარტომის გამრავლების შემდეგ ახლო ნათესავებში ქორწინების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხოლო მოსეს რჯულში უკვე დიდ ცოდვად ითვლება.
სხვა კითხვები