გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მართლმადიდებლებს მიაჩნიათ, რომ ლიტანიობის ღამეს უფლის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მათი პრიორიტეტია...
ჯერ ერთი, უფლის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა ხდება იმ საეკლესიო კალენდრის მიხედვით, რომელსაც მართლმადიდებლები ერთგულობენ და რომელსაც იულიანური კალენდარი ჰქვია. მეორე, იყო ასეთი შემთხვევა: დიდი ხნის წინათ სომხებს გაუჩნდათ მადლმოსილი ცეცხლის დასაკუთრების სურვილი. მათ მოისყიდეს თურქი ჩინოსნები, ადრიანად მივიდნენ ტაძართან და ჩარაზეს კარები. მართლმადიდებლებს ისღა დარჩენოდათ, დამწუხრებულნი გარეთ მდგარიყვნენ. ტაძარში თავშეყრილი სომხები თავისებურად ლოცულობდნენ, დღესასწაულის შესაფერისად მღეროდნენ და უფლისგან მათზე მადლის გადმოსვლას მოელოდნენ. მადლმოსილი ცეცხლი კი ტაძრის სვეტს დაეცა, გაბზარა იგი, ასხლტა მისგან და ტაძრის ეზოში მდგომ მართლმადიდებლებს აუნთო სანთლები! მას შემდეგ მართლმადიდებელთა გარდა სხვა კონფესიების წარმომადგენლებს აღარ გასჩენიათ სურვილი საკუთარი თავის გამოცდისა.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა