გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

შეიძლება თუ არა მართლმადიდებელმა ადამიანმა მოწყენილობა ბანქოს (კარტის) თამაშით განიქარვოს, დაესწროს სპორტულ ასპარეზობებს ან სხვა მასობრივ სანახაობებს?
დავიწყოთ იმით, რომ ბანქოს თამაშითა და სანახაობებით ადამიანი ვერც მოწყენილობას სძლევს და ვერც დარდს განიქარვებს, პირიქით, შეიძლება განიმრავლოს კიდეც - მატერიალური დანაკარგების გამო - ფსონის დადებითა და ტოტალიზატორით.
მორწმუნეებს მოსაწყენად არ სცალიათ - მათ მრავალმხრივი მოღვაწეობა უხდებათ სულის სახსნელად: ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა, ტაძარში სიარული, სასარგებლო შრომა. ხოლო უქმად გაცდენილი დროისათვის ისინი პასუხს აგებენ უფლის წინაშე.
სხვა კითხვები