გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა ვიქცეოდეთ დემონით შეპყრობილ ადამიანთან ურთიერთობის ან მის სიახლოვეს ყოფნის დროს?
ბერი არსენი ათონელი წერს: «ეშმაკეულის სიახლოვეს ყოფნის დროს მეტისმეტი სიფრთხილე გმართებთ იმ თვალსაზრისით, რათა მტერმა არ შთაგაგონოთ აზრები, თითქოს თქვენ ძალიან ღვთისმოყვარე ხართ, უფლისგან ბოძებულ მადლს ფლობთ და სხვ. ყოველივე ამას მტერი იმიტომ შთაგაგონებთ, რომ ადამიანმა იფიქროს თავის თავზე, თითქოს ის ღვთის სათნოდ ცხოვრობს და არა ისე, როგორც სხვები. ადამიანი, რომელიც ასეთი აზრების ტყვეობაში აღმოჩნდება, კარგავს ყოველგვარ ჯილდოს უფლისაგან».
სხვა კითხვები
სიზმარში ხშირად ვხედავ გველებს, რომლებიც ან ტანზე მახვევია ან ვიღაცას ჯოხზე დახვეული ჩემი მუცლიდან ამოყავს. შეიძლება ეს ჯადოს მინიშნება იყოს, დედაჩემი ამბობენ ამით დაიღუპა და მიტხრეს რომ ეს ჩემზეა გადმოსული. ისე არაფერში ხელი არ მემართება, სულიერადაც დავვარდი, სახლში წმინდა კვირიანეს ლოცვებს რომ გადავშლი საშინელი მტქნარება და ცრემლდენა მივარდება, ვფიქრობ მინიშნება რომ ეშმაკი და ჯადო მაქვს და გამომდის სხეულიდან ამ დროს.გველი თუ ქრისტიანულ კულტურაში ეშმაკს ნიშნავს სხვა კულტურებში ფუძის ანგელოზს და მფარველს, ანუ იმის ტქმა მინდა რომ ეს ან ჩემი ანგელოზია რომელიც მე მფარველობს ან ეშმაკი და ჯადო რომელიც მაქვს, ტქვენ რას იტყვით და როგორ მოვიქცე