გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

არსებობს თუ არა მართებული მრისხანება?
მრისხანება მართებულია იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია ცოდვისაკენ - რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად გამოიწვევა ჩვენში, პირველ ყოვლისა, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფი, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და გააჩნია ერთადერთი მიზანი - ცოდვილის ხსნა. «ვინც სამართლიანად განრისხდება შესაგონებლად და სულიერი მოშურნეობით, იგი არ დაისჯება» - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. ყველა სხვაგვარი მრისხანება დაისჯება უცილობლად.
სხვა კითხვები
სიზმარში ხშირად ვხედავ გველებს, რომლებიც ან ტანზე მახვევია ან ვიღაცას ჯოხზე დახვეული ჩემი მუცლიდან ამოყავს. შეიძლება ეს ჯადოს მინიშნება იყოს, დედაჩემი ამბობენ ამით დაიღუპა და მიტხრეს რომ ეს ჩემზეა გადმოსული. ისე არაფერში ხელი არ მემართება, სულიერადაც დავვარდი, სახლში წმინდა კვირიანეს ლოცვებს რომ გადავშლი საშინელი მტქნარება და ცრემლდენა მივარდება, ვფიქრობ მინიშნება რომ ეშმაკი და ჯადო მაქვს და გამომდის სხეულიდან ამ დროს.გველი თუ ქრისტიანულ კულტურაში ეშმაკს ნიშნავს სხვა კულტურებში ფუძის ანგელოზს და მფარველს, ანუ იმის ტქმა მინდა რომ ეს ან ჩემი ანგელოზია რომელიც მე მფარველობს ან ეშმაკი და ჯადო რომელიც მაქვს, ტქვენ რას იტყვით და როგორ მოვიქცე