გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები
მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი
თუ ტაძარში ბევრი ხალხია და გვინდა ხატთან დავანთოთ სანთელი, წირვის მიმდინარეობის დროს შეიძლება თუ არა სანთლის გადაწოდება?
სანთლის გადაწოდება შეიძლება მსახურების დაწყებამდე, ხოლო არაფრით არ შეიძლება ევქარისტიული კანონის («ღირს არს მართალთადან» ძღვენის კურთხევის ბოლომდე) დროს და სახარების კითხვისას.