გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ყველას შეუძლია თუ არა ზეთის კურთხევის საიდუმლოში მონაწილეობა?
ზეთის კურთხევას დიდი ხნის ისტორია აქვს. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია:
«უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა» (იაკ. 5,14).
როგორც ეპისტოლედან ჩანს, ეს ხდება ძირითადად უძლურთა და სნეულთათვის. საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც საეკლესიო ერთობის წევრია (ამბობს აღსარებას, ეზიარება, ჰყავს მოძღვარი).
როგორც წესი, ბავშვები 7 წლის ასაკამდე არ მონაწილეობენ ზეთის კურთხევის საიდუმლოში, რადგან ისინი გაცნობიერებულად არ სცოდავენ. მაგრამ მათი უძლურების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, შეიძლება პატარა ბავშვსაც მიაღებინოთ მონაწილეობა.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა