გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

მინდა მოგმართოთ კითხვით: - აქვს თუ არა სამღვდელო მოღვაწეობის უფლება კასტრირებულ ადამიანს?
დიდი სჯულის კანონის თანახმად, თქვენს კითხვას ასეთი პასუხი გაეცემა წმიდა მოციქულთა კანონების მიხედვით - (#21): «თუ საჭურისი ძალადობით არის გამოსაჭურისებული, ან თუ დევნილების დროს დაკარგა მან სამამაკაცო (ასო), თუ ასეა და ის კი ღირსეული (პიროვნებაა), შეიძლება გახდეს მღვდელი». ხოლო (#22): «ის, ვინც თავს გამოისაჭურისებს, ნუ გახდება მღვდელი, რადგან თვითმკვლელია იგი და საღვთო ქმნილების მტერი».
ნიკეის პირველი მსოფლიო კრების კანონით (#1): «თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით, ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიერო პირებმა დაწვრილებით უნდა გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არც არასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს თავის დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი».
სხვა კითხვები