გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ვცხოვრობ სოფელში, ჩემი მეგობრები კი თბილისში არიან. გვერდით არავინ მყავს ისეთი, ვისაც ჩემს სულიერ განცდებს გავუზიარებ და გულს გავუხსნი. ხშირად მარტოობით ვიტანჯები და მომავლის რწმენასაც ვკარგავ. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ დავიხსნა თავი სულიერი დეპრესიისგან?

თქვენი მარტოობის მტანჯველი შეგრძნების მიზეზი უცილობლად არის არაეკლესიურობა. საკმარისია დაიწყოთ რელიგიური ცხოვრება - იკითხოთ ლოცვები, ეზიაროთ, გაეცნოთ მამათა ცხოვრებას - რომ მარტოობის მძაფრი შეგრძნებები გაგიქარდებათ. წმინდა მამები მოშორებულნი იყვნენ ახლობლების წრეს, მაგრამ სავსენი იყვნენ საღმრთო მადლით!
სხვა კითხვები