გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რატომ ხდება, რომ ღვთივსულიერი საუბარი ძნელად განგვაწყობს სასმენად, ხოლო გასართობი - იოლად?
ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკი უწყობს ხელს უქმადმეტყველებას და არის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერი. ერთ-ერთი წმიდა მამა ჰყვებოდა ასეთ მაგალითს: - როცა მე ზოგიერთ ძმას სულიერ სარგებლობაზე ვესაუბრებოდი, მათ ისეთი ძილქუში აწვებოდათ ხოლმე, რომ ქუთუთოებს ვეღარა სძრავდნენო.
სხვა კითხვები