გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა ვისწავლოთ ნებისყოფის გამომუშავება, რომ ამაო საკითხებმა არ ავნოს ჩვენს სულიერებას?

უნდა შევიკავოთ თავი ცნობისმოყვარეობის მოძალებისაგან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც მცირედ გვეხება, ან სულაც არ გვეხება. ზოგჯერ ისეთ რამეს იგებს ადამიანი, რომ სულს უფორიაქებს. მაგალითად, ზოგჯერ ერთი სიტყვა, გულში ჩავარდნილი, როგორც თვალში მოხვედრილი ნამცეცი, უშლის მას ლოცვისას და სხვა სულიერი საქმეების აღსრულებისას. ზოგჯერ ამ ერთი სიტყვით ჰკარგავს ის სულის მშვიდობას.
სხვა კითხვები