გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რატომ გვეკრძალება ჩვენი მომავალი ბედის ამოცნობა?
ადამიანთათვის სარგო რომ იყოს მარადიულობის სიღრმეთა ხილვა, ღმერთი მიანიჭებდა მათ ამგვარ უნარს. ღმერთი ბევრს რამეს მალავს ჩვენგან ჩვენივე სიკეთისათვის, ჭკვიანი მშობლების მსგავსად, რომლებიც შვილებს უმალავენ იმას, რისი ახსნაც მათთვისვე სასარგებლოდ შეიძლება მოხდეს ზრდასრულ ასაკში. ღმერთს სურს, რომ ჩვენ ბოლომდე აღვასრულოთ ჩვენი მიწიერი დანიშნულება და ამ ასპარეზს არ გავეცალოთ იმაზე ადრე, ვიდრე, იგი არ აგვისრულებია.
სხვა კითხვები