გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ გავიგო, სწორია თუ არა ჩემ მიერ არჩეული საქმე ან პროფესია?
თქვენს მოსაქმეობას ნუ აირჩევთ სათანადო განსჯისა და უფლისადმი ლოცვის გარეშე. მიმართეთ უფალ ღმერთს გულმოდგინე ლოცვით და ის მიგითითებთ იმ ასპარეზს, რომელზეც თქვენ იმოღვაწევებთ უფლის სადიდებლად თქვენსა და გარეშეთა სასარგებლოდ.
სხვა კითხვები
სიზმარში ხშირად ვხედავ გველებს, რომლებიც ან ტანზე მახვევია ან ვიღაცას ჯოხზე დახვეული ჩემი მუცლიდან ამოყავს. შეიძლება ეს ჯადოს მინიშნება იყოს, დედაჩემი ამბობენ ამით დაიღუპა და მიტხრეს რომ ეს ჩემზეა გადმოსული. ისე არაფერში ხელი არ მემართება, სულიერადაც დავვარდი, სახლში წმინდა კვირიანეს ლოცვებს რომ გადავშლი საშინელი მტქნარება და ცრემლდენა მივარდება, ვფიქრობ მინიშნება რომ ეშმაკი და ჯადო მაქვს და გამომდის სხეულიდან ამ დროს.გველი თუ ქრისტიანულ კულტურაში ეშმაკს ნიშნავს სხვა კულტურებში ფუძის ანგელოზს და მფარველს, ანუ იმის ტქმა მინდა რომ ეს ან ჩემი ანგელოზია რომელიც მე მფარველობს ან ეშმაკი და ჯადო რომელიც მაქვს, ტქვენ რას იტყვით და როგორ მოვიქცე