გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რატომ არის, რომ ორი მცნება - უფლისადმი სიყვარულისა და მოყვასის სიყვარულისა ითვლება უდიდეს და ძირითად მცნებებად?
ეს ორი მცნება იმიტომ ითვლება უდიდესად და უმთავრესად, რომ მათი დახმარებით განხორციელდება უფლის ყველა დანარჩენი მცნება. პავლე მოციქული შეგვაგონებს: «წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ» (I კორ, 13,2). 
სხვა კითხვები