გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ცუდი გუნება-განწყობა გვეუფლება და ვერაფრით ვძლევთ თავს?
უპირველეს ყოვლისა, მადლი შევწიროთ უფალს, რომ მან ჩვენ ცხოვრება მოგვანიჭა; შემდეგ გავიხსენოთ, რამდენ ადამიანს უჭირს ახლა ჩვენზე მეტად... უამური გუნება-განწყობის დროს განსაკუთრებულად დაგეხმარებათ ფსალმუნთა კითხვა და თუ ძალგიძთ, - ფსალმუნთგალობაც. ხოლო თუ ყოველივე ეს არ გიშველით, მიიღეთ თქვენი მდგომარეობა, როგორც გამოცდა და კარნახი თქვენი ცოდვების მოსანანიებლად.
სხვა კითხვები