გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ვერ ვერკვევი, რას ნიშნავს ეკლესიურობა. გთხოვთ ამიხსნათ, როგორ მიიღწევა იგი.
გულისხმობს, რომ მართლმადიდებელი მრწამსის ადამიანი ტაძარში უნდა დადიოდეს, ესწრებოდეს წირვა-ლოცვას, ჰყავდეს მოძღვარი, რჩევა ჰკითხოს მას პრობლემების გადაჭრის დროს. სასურველია, მართლმადიდებლურ ლიტერატურასაც იცნობდეს. ვინც ტაძარში არ დადის, ეკლესიურად არ ითვლება, - სამწუხაროდ, ასეთი ჯერ კიდევ ბევრია ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ განვლილი «უღმერთობის» დიდი პერიოდის მიუხედავად, ჩვენს ერს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ერთგულება შემორჩა და არც ეკლესიური ცხოვრების წესის მიღება გაუჭირდება. მოძღვარი ყოველ თქვენგანს, თქვენი შინაგანი სურვილის გათვალისწინებით, დაეხმარება ამაში. იყოლიეთ მოძღვარი, გაითვალისწინეთ მისი რჩევები, შეძლებისდაგვარად დაესწარით წირვა-ლოცვას, იკითხეთ საღვთო ლიტერატურა და ეკლესიურობას  ნელ-ნელა მიაღწევთ. დროთა განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ეკლესიური ცხოვრების წესი არ დაარღვიოთ.
კატეგორია - ტაძარი, სულიერი დარიგებები